(0)

ნუშის რძე ძალიან გემრიელი და სასრგებლო პროდუქტია. შეგიძლიათ მიირთვათ რძის სახით ან დაამატოთ ყავაში და სხვადასხვა კულინარიულ პროდუქტში - ნამცხვრებში, პუდინგში და ა.შ.

მცენარეული რძე შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ იღებს.

ნუშის რძის მომზადება სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ. 

ინგრედიენტები:

  • გარჩეული ნუში - 1 ჭიქა
  • წყალი - 2 ჭიქა
  • დამატკბობელი - თაფლი, შაქარი ან სხვადასხვა ბუნებრივი ან ხელოვნური დამატკბობელი

მომზადების წესი:

1. ნუში ჩაალბეთ წყალში ღამის განმავლობაში (დაახლოებით 10 საათი)

2. გადაასხით წყალი და მოაცალეთ ნუშს კანი

3. დამბალი ნუში წყალთან და დამატკბობელთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში

4. დააბლენდერეთ კარგად, მაღალ სიჩქარეზე 2 წუთის განმავლობაში

5. მიღებული მასა გადაწურეთ კარგად, დოლბანდის ან საცერის საშუალებით

6. რძე ჩაასხით მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში

გემრიელად მიირთვით!

P.S. დარჩენილი ნუშის ნატეხები არ გადაყაროთ, გამოაშრეთ ღუმელში. გამომშრალი ნუში შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა საკონდიტრო პროდუქტში - მაფინებში, ნამცხვრებში და სხვა.

 

სტატიის ავტორი კულინარია, 2020-07-11