onisi

მიწის თხილის კარაქის სახლში მომზადება ძალიან მარტივად შეგიძლიათ:

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა მიწის თხილი
  • 1-2 სუფრის კოვზი თაფლი (ან შაქარი)
  • მარილი - გემოვნებით
  • ზეთი - 1 - 1.5 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

1. მიწის თხილი მოხალეთ ღუმელში ან ტაფაზე, დაახლოებით 10 წუთის მანძილზე

2. გამოიღეთ მიწის თხილი ღუმელიდან, გააცივეთ და მოაცილეთ კანი

3. მიწის თხილი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ თაფლი და მარილი

4. დააბლენდერეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ კარაქის კონსისტენციას (სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ზეთი)

5. მზა მასა მოათავსეთ ქილაში და გემრიელად მიირთვით!

სტატიის ავტორი კულინარია, 2020-07-11


კომენტარები