onisi

Ana's Cooking Story / ანას კულინარიული ამბები-ის მიერ ჩვენი პეკანით მომზადებული ფახლავა

დაგჭირდებათ:

? ფენოვანი ცომი 500 გრ (ჩემი საცხობი სინი 35 /25 ზეა ამიტომ 500 გრ ცომი მეყო, თუმცა თქვენ შეგიძლიათ 1 კილოიანით გამოცხოთ, დიდი საცხობი სინის შემთხვევაში)

შიგთავსისთვის:

? 5 კვერცხის ცილა

? 1 ჭიქა შაქარი (220 გ)

? 200 გ პეკანი + გასაფორმებლად @ონისი

? 1 ს/კ დარიჩინი

სიროფისთვის დაგვჭირდება:

? 250 მლ წყალი

?1 ჭიქა შაქარი (220 გ)

? 2 ს/კ თაფლი

ფენოვანი ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ, 1 ნაწილი შედარებით პატარა ზომაზე უნდა გავაბრტყელოთ, რადგან ეს ნაწილი არის შიდა ფენა. ცომი მოვათავსოთ საცხობ პერგამენტზე, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ 220 გრადუსზე, სავარაუდოდ 15 წუთი, თუმცა რომ შეიბრაწება ზედაპირი მიხვდებით, რომ მზადაა.

სანამ შიდა ფირფიტა ცხვება, ავთქვიფოთ ბეზე, ცილა კვრეცხის გულისგან განვაცალკევოთ (ძალიან მნიშვნელოვანია, ცილაში არ მოხვდეს კვერცხის გული). ასევე გაითვალისწინეთ, რომ თასი, რომელშიც ავთქვიფავთ ბეზეს, უნდა იყოს სუფთა და მშრალი, ეს აუცილებელია! (წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ყველაფერს ბეზეს გარდა)

ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი, და მაღალ ბრუნვაზე ავთქვიფოთ ბეზე, სანამ არ მივიღებთ მდგრად მასას. შემდეგ, თანდათან დავუმატოთ შაქარი, აუცილებელია, რომ შაქრის დამატება იყოს ეტაპობრივი (4-5 ნაკადით). საბოლოოდ უნდა მივიღოთ პრიალა, ერთვაროვანი, ქათქათა ბეზე. მიღებულ ბეზეს ვუმატებთ გატარებულ ან დაბლენდერებულ ნიგოზს და დარიჩინს. კარგად ვურევთ.

შიდა ფირფიტა რომ გამოცხვება, გამოვიღოთ ღუმელიდან და სანამ ის გაცივდება, შევუდგეთ ქვედა ფირფიტის მომზადებას.

დარჩენილი 2 ფირფიტიდან, ერთი გავაბრტყელოთ და დავფინოთ სინზე, წავუსვათ ჩვენი შიგთავსის ნახევარი და ზემოდან დავადოთ გამომცხვარი შიდა ფირფიტა. გამომცხვარ ფირფიტას წავუსვათ დარჩენილი გულსართი, გადავაფაროთ გაბრტყელებული ცომი (ეს იქნება ზედა ფენა), გვერდები შევუსწოროთ და წავუსვათ კვერცხის გული, აქვე (სანამ შევდგამთ ღუმელში) დავჭრათ პატარა პორციებად. შევდგათ ღუმელში კვლავ 220 გრადუსზე 23-25 წუთით.

მანამდე კი მოვამზადოთ სიროფი, წყალში გავხსნათ შაქარი, ავადუღოთ, და შემდეგ დავუმატოთ თაფლი.

გამომცხვარ ფახლავას დავასხათ მიღებული სიროფი მთელ ზედაპირზე. დავაბრუნოთ ჩვენი დესერტი გამორთულ, თუმცა ჯერ კიდევ ცხელ ღუმელში და დავტოვოთ 12 საათით, რათა ფახლავა სითბოში კარგად გაიჟღენთოს თაფლითა და შაქრით.

დესერტი მზადაა გემრიელად მიირთვით?


კომენტარები