გიზიარებთ კლასიკური გოგრის კრემ-სუპის რეცეპტს
რა დაგჭირდებათ:
-
გოგრა – გათლილი და დაჭრილი
-
გოგრის თესლი (გარჩეული)
-
ხახვი და ნიორი (ცოცხლად ან დაფქული)
-
ბულიონი და წყალი
-
ნაღები (ან ქოქოსის რძე ვეგანური ვარიანტისათვის)
მომზადების წესი:
-
ქვაბში მოათავსეთ გოგრა, ხახვი, ნიორი, ბულიონი და წყალი
-
ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი (გოგრის დარბილებამდე)
-
დააბლენდერეთ
-
დაამატეთ მარილი, პილპილი და ნაღები (ან ქოქოსის რძე)
მეტი არომატისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ კურკუმა და ჯინჯერი
გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლი და მიირთვით გახუხულ პურთან ერთად!